ფეხბურთი

21:27 | 29.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: „ნეიმარს შეუძლია რამდენჯერმე მოიგოს „ოქროს ბურთი“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რივალდომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პსჟ-ის ფორვარდმა, ნეიმარმა ფეხბურთისდმი მიდგომა შეცვალა და ახლა შეუძლია „ოქროს ბურთი“ ორჯერ-სამჯერ მოიგოს.

„ბოლო დროს ნეიმარს აქებენ, რომ ფეხბურთზე მეტადაა კონცენტრირებული. მისი მიდგომა შესაძლოა, კარგი გზავნილი იყოს „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ჩემპიონთა ლიგის განახლების წინ. ის უკვე 28 წლისაა და მიხვდა, რომ დროა ისეთივე გახდეს, როგორიც ადრე იყო, მოთამაშე, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ორჯერ-სამჯერ მოეგო „ოქროს ბურთი.“

ძნელია ფეხბურთზე იფიქრო, როცა გარშემო ამდენი ხმაურია. მაგრამ ნეიმარი მიხვდა, რომ პოპულარული მხოლოდ მინდორზე მიღწევების გამოა. მისი ქომაგი ვარ და ეს ძალიან მახარებს. მას სეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს,“ - ციტირებს რივალდოს სიტყბებს Betfair.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113579