კალათბურთი

19:17 | 29.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჟღენტი იტალიის სერია B-ს კლუბ “ვირტუსში” გადავიდა

საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი, კახა ჟღენტი კარიერას იტალიის სერია B-ში გააგრძელებს. 2000 წელს დაბადებულ პერსპექტიულ ქართველ კალათბურთელს კონტრაქტი ქალაქ რუვო დი პუჯიას კლუბმა “ვირტუსმა” გაუფორმა.

კახა ჟღენტმა გასული სეზონიც იტალიაში გაატარა და 2 კლუბში იასპარეზა. თავდაპირველად ის სერია C-ს კლუბ “ისერნიაში” თამაშობდა, საიდანაც სერია B-ს “ვირტუს კასინოში” გადავიდა. კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონის შემდეგ ქართველი კალათბურთელით სერია B-ს იგივე სახელწოდების მქონე, თუმცა სხვა ქალაქის, რივო დი პუჯიას გუნდი დაინტერესდა და 20 წლის ჟღენტს კონტრაქტი გაუფორმა.

კახა ჟღენტი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში სისტემატიურად თამაშობდა. ბოლოს მან ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე 2018 წელს იასპარეზა. წელს ჟღენტს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში უწევდა, თუმცა ივლისში თბილისში გასამართი ევროპის B დივიზიონი, ისევე როგორც ფიბა-ს ყველა დანარჩენი საკონტინენტო პირველობა, პანდემიის გამო 2022 წლისთვის გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124319