სხვა

17:49 | 29.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

არ დაუშვათ რუსები ტოკიოს თამაშებზე

რუსეთის დოპინგსაწინააღმდეგო ლაბორატორიის ყოფილი შეფი გრიგორი როდჩენკოვი ბიბისისთან საუბრისას იძლევა რჩევას, რომ რუს სპორტსმენებს, ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება არ უნდა მიეცეთ.

როდჩენკოვი ის ადამიანია, ვინც რუსი სპორტსმენების დოპინგ სკანდალი წამოიწყო და დაამტკიცა, რომ რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მასობრივად გამოყენებას, ხელს სახელმწიფო უწყობს. და ის ახლაც ამტკიცებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ლაბორატორიული მონაცემების გაყალბების გამო, რუს სპორტსმენებს დიდ სპორტულ შეჯიბრებში მონაწილეობა ოთხი წლით აეკრძალათ.

მსოფლიოს დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ დოპინგს არ იყენებენ, იაპონიაში ნეიტრალური დროშით ასპარეზობის უფლება მიეცეთ. მაგრამ როდჩენკოვი ამბობს, რომ გამონკლისები დაუშვებელია.

„ეს უნდა იყოს აბსოლუტური აკრძალვა, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. ის თანამშრომლები, რომლებიც სოჭის ოლიმპიადის დროს, სინჯების გაცვლით იყვნენ დაკავებული, მათ ყველანაირი საბუთები გააყალბეს. და ეს პროცესი მზარდი იყო, დღიდან დღემდე მზარდი. ეს იყო წარმოუდგენელი მასშტაბის და პროპორციების გაყალბება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა არაფერს სწავლობს“, - ყვება როდჩენკოვი.

შარშან ჩატარებული გამოძიების დასრულების შემდეგ, რუსეთის დოპინგ საწინააღმდეგო სააგენტოს (Rusada), ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების უფლება ჩამოერთვა. რუსულ სააგენტოს სამწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, რომელიც ოლიმპიურ სახეობათა უმეტესობაში ჩართულ სპორტსმენთა მონაცემების გაყალბებას მოჰყვა, WADA-ში მოთხოვნლი ინფორმაცია არ გაუგზავნია. ამას კი მისი საქმიანბის გამოძიება და ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა.

რუსები ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და თვლინ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე და 2022 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი სპორტსმენების არდაშვება, მეტისმეტად მკაცრი სასჯელია. მათ ეს დსკვალიფიკაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს. მათი საჩივრის განხილვა ნოემბერშია დანიშნული.

რუსული დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს მხილების შემდეგ, როდჩენკოვი შეერთებულ შტატებში გაიქცა, სადაც ახლაც კონსპირაციულად ცხოვრობს. ბიბისისთან საუბრისას, მას სახეც კი შარფით დაფარული ჰქონდა და სათვალე ეკეთა. როდჩენკოვი ამბობს, რომ პლასტიკური ოპერაციის გარდა, მან ჩვევებიც შეიცვალა, რათა რუსი შურისმაძიებლებისგან დაფარული იყოს.

როდჩენკოვი იმასაც კი ირწმუნება, რომ ლოს ანჯელესის 1984 ოლიმპიადაზე რუსი (საბჭოთა) სპორტსმენების ბოიკოტის მიზეზი, დოპინგი იყო და არა მოსკოვის ოლიმპიადაზე ბოიკოტის საპასუხო რეაქცია. მისი თქმით, რუსი ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ ლოს ანჯელესში, მათი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენებაში მასობრივი მხილება იყო მოსალოდნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150952