სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

17:18 | 28.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენმა“ და „გალფმა“ მრავალწლიანი სასპონსორო კონტრაქტი გააფორმეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„მაკლარენმა“ და ნავთობკომპანია „გალფმა“ გამოაცხადეს, რომ მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობას იწყებენ. მათ შორის გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, „გალფის“ წარწერები „მაკლარენის“ ფორმულა 1-ის გუნდის მანქანებს დაამშვენებს. ორ კომპანიას წარსულში რბოლებში არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ახლა, როცა „მაკლარენმა“ კრიზისს თავი დააღწია და კვარცხლბეკზეც დაბრუნდა, ამ სახელოვანი ისტორიის გაგრძელების რეალური შანსი გაჩნდა.

„გალფის“ და „მაკლარენის“ ურთიერთობა 1968 წელს დაიწყო და 1973 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში, მათ ერთად ფ1-სა და კან-ამ-ის სერიაში, 40-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვეს. 1990 წლებში ისინ უკვე ლე მანის სერიის რბოლებში დაუკავშირდნენ ერთმანეთს, სადაც „გალფის“ ლოგოებით გაფორმებულ „მაკლარენის“ ლეგენდარულ F1 GTR-ს 30-ზე მეტი რბოლა აქვს მოგებული.

სწორედ ამ ორი კომპანიის წარმატებული პარტნიორობის შედეგია ის, რომ ფორთოხლისფერი დისკო, წარწერით Gulf, მთელ მსოფლიოში ხარისხიან პროდუქტებთან და სპორტულ მიღწევებთან არის ასოცირებული.

„გალფის“ ლოგოები „მაკლარენის“ სარბოლო ავტომობილებზე ამ სეზონშივე, უკვე მომდევნო რბოლიდან (სილვერსტოუნი) გამოჩნდება. მომავალი სეზონიდან კი „გალფი“ გუნდს ზეთებით და საწვავით მოამარაგებს.

„ეს იქნება ძალიან საინტერესო პარტნიორობა, რომელიც ბრენდ „გალფს“ რბოლების ელიტაში დააბრუნებს. ისტორიის წიგნები სავსეა გამორჩეული მიღწევებით, რომლებიც „გალფს“ და „მაკლარენს“ ერთად ჰქონდათ. და ახლა ჩვცენ ისევ ერთად ვართ, რათა ჩვენი პარტნიორობის ახალი ფურცლები შევქმნათ“, - ამბობს „გალფის“ მტავარი აღმასრულებელი მაიკ ჯონსი.

„მოხარული ვართ იმით, რომ გალფი დაგვიბრუნდა და ორი გამორჩეული ბრენდი ახალ პარტნიორობას იწყებს. გალფი მაკლარენის ისტორიის ნაწილია და იმ სფეროში, რომელიც მაკლარენს საუკეთესოდ მიესადაგება, თავისი ინოვაციებით და ტექნიკური სრულყოფილებით არის ცნობილი. მოუთმენლად ველით ახალი პარტნიორობის დაწყებას ამ სეზონში“, - განაცხადა „მაკლარენ რეისინგის“ მტავარმა აღმასრულებელმა ზეკ ბრაუნმა.

მიმდინარე სეზონის მომდევნო რბოლიდან, რომელსაც სილვერსტოუნი უმასპინძლებს, „გალფის“ ლოგოები „მაკლარენს“ სარკეების კორპუსებსა და ძრავის სეგმენტში გამოჩნდება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.116883
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X