ფეხბურთი

21:39 | 27.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგემ წლევანდელ სეზონში „ოქროს ბურთის“ გაუქმება გააკრიტიკა

„ბაიერნის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ჟურნალ France Football-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მოგეხსენებათ, ფრანგული გამოცემის ინიციატივით, „ოქროს ბურთი“ წლევანდელი სეზონის მიხედვით, არავის გადაეცემა.

„შესაძლოა, ფიფას მივმართოთ, რომ პრიზი ისევ მათ გდასცენ. ყველამ ჩაამთავრა სეზონი ფრანგული ლიგის გარდა. ამიტომ, საუკეთესო ფეხბურთელს აუცილებლად უნდა გადაეცენ „ოქროს ბურთი.“

რობერტ ლევანდოვსკიმ ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. შესაძლოა, ეს საუკეთესო წელია მის კარიერაში. სამწუხაროდ, France Football-მა წლეულს „ოქროს ბურთის“ გაუქმება გადაწყვიტა. ეს არ არის სამართლიანი. ჯანი ინფანტინოს დაველაპარაკები და ვთხოვ, იქნებ დაარწმუნოს ჟურნალის ხელმძღვანელობა ან თავად ფიფამ გადასცეს „ოქროს ბურთი“ საუკეთესო ფეხბურთელს,“ - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Sport1.de.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116207