ფეხბურთი

19:38 | 27.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუმ კიევის „დინამო“ დატოვა?

კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ, თანამდებობა დატოვა - წერს საკუთარი ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტი ემანუელ როშუ.

თავისი გადაწყვეტილება ლუჩესკუმ კიეველი გულშემატკივრების არაკეთილგანწობით ახსნა, რომლებიც მისი დანიშვნით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ.

ლუჩესკუ „დინამოს“ დამრიგებელი ოთხი დღის წინ გახდა. ულტრასებმა მაშინვე გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც რუმინელი სპეციალისტის დანიშვნა „ყველა გულშემატკივრისთვის შეფურთხების ტოლფასად“ აღიქვეს.

მთავარი მიზეზი ის არის, რომ ლუჩესკუ წლების განმავლობაში წვრთნიდა „დინამოს“ მოსისხლე მტერ დონეცკის „შახტარს.“

დონბასურ კლუბში ის 12 წლის განმავლობაში (2004-16) მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით მეშახტეები რვაჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, ექვსჯერ მოიგეს უკრაინის თასი, შვიდჯერ სუპერთასი, ერთხელაც უეფას თასი.

0.137527