ფეხბურთი

21:12 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაში მაინც „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ მოხვდნენ

პრემიერლიგის ბოლო ტურის მთავარი დაპირისპირება ლესტერში გაიმართა, სადაც „ლესტერი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობდა. მანჩესტერელებმა აჯობეს მეტოქეს და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვეს. გადამწყვეტი, დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გამოდგა, რომელიც ზუსტად დაარტყა ბრუნუ ფერნანდეშმა.

„ლესტერმა“ თავადაც სცადა შეტევა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მეტიც, მერვე დამატებულ წუთზე სტუმრებმა ანგარიში გააორეს, ლინგარდმა გაიტანა.

„ჩელსიც,“ ცხადია შინ არაფერს დაუთმობდა „ვულვზს,“ ასეც მოხდა, თუმცა პირველი ნახევრის უმეტესი დრო სტუმარი „მგლები“ უკეთ გამოიყურებოდნენ და კინაღამ ანგარიშიც გახსნეს. ყველაფერი ტაიმის ბოლოს გადაწყდა, როცა უკვე წამატებულ დროში, სამი წუთის ინტერვალში მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს.

„ლივერპული“ „ნიუკასლთან“ ჯერ აგებდა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ მერსისაიდელებმა ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვეს პრემიერლიგის ისტორიაში. 25 წამზე „კაჭკაჭმა“ დუაიტ გეილმა შეაგდო.

მაშ ასე, ინგლისიდან მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპული,“ „სიტი,“ „მანესტერი“ და „ჩელსი ითამაშებენ.

პრემიერლიგა დატოვეს: „ბორნმუთმა,“ „უოტფორდმა“ და „ნორვიჩმა.“

ინგლისი

პრემიერლიგა. 38 ტური. 26 ივლისი

ჩელსი - ვულვზი 2:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“

1:0 მაუნტი (45+1), 2:0 ჟირუ (45+4)

ჩელსი: კაბალიერო, ჯეიმსი, ასპილიკუეტა, ზუმა, რიუდიგერი, ალონსო, ჟორჟინიო (ბარკლი 88), კოვაჩიჩი (ლოფტუს-ჩიკი 85), მაუნტი (პედრო 85), პულიშიჩი (ჰადსონ-ოდოი 78), ჟირუ (აბრაჰამი 78)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

ვულვზი: პატრისიუ, კოდი, ბოლი, დოჰერტი (პოდენსე 59), კასტრო (ვინაგრე 59), საისი, ნევეში (მოუტინიუ 59), დენდონკერი, ნეტუ (ტრაორე 46), ჟოტა (ჟორდაუ 85), ხიმენესი

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ჟირუ (45+3), ასპილიკუეტა (90+2); ჟოტა (22), ნეტუ (45), დენდონკერი (83)

ლესტერი - მანჩესტერი 0:2

ლესტერი. „კინგ პაუერი.“

0:1 ფერნანდეში (70 პენ), 0:2 ლინგარდი (90+8)

ლესტერი: შმაიხელი, ჯასთინი, მორგანი, ევანსი, ოლბრაიტონი (გრეი 73), ნდიდი, ჩუდჰური (პრატი 73), ტილემანსი (ბარნსი 73), ტომასი (ჰირსტი 88), იჰეანაჩო (პერესი 58), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, უილიამსი, მატიჩი, პოგბა, გრინვუდი (ლინგარდი 77), ფერნანდეში (მაკტომინეი 86), რაშფორდი (ფოსა-მენსა 90+7), მარსიალი (იგალო 90+7)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ევანსი (69); მაგუაირი (9), ლინდელოფი (63), მატიჩი (83), პოგბა (90), უილიამსი (92)

გაძევება: ევანსი (90+4)

სიტი - ნორვიჩი 5:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“

1:0 ჟეზუსი (11), 2:0 დე ბრუინი (45+1), 3:0 სტერლინგი (80), 4:0 მაჰრეზი (84), 5:0 დე ბრუინი (90)

სიტი: ედერსონი, უოკერი, გარსია (ფერნანდინიო 46), ლაპორტი, კანსელუ, როდრი (გიუნდოგანი 46), დე ბრუინი, დავიდ სილვა (ბერნარდუ სილვა 85), ფოდენი (მაჰრეზი 46), ჟეზუსი, სტერლინგი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ნორვიჩი: კრული, აარონსი, გოდფრი, ციმერმანი, ლუისი, რუპი, მაკლინი (ფამევო 90+2), კანტუელი (ტომასი 90+2), შტიპერმანი (ვრანჩიჩი 77), ერნანდესი (მარტინი 87), პუკი (აიდა 77)

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: კანსელუ (51); ციმერმანი (90+2)

ნიუკასლი - ლივერპული 1:3

ნიუკასლი. „სენტ ჯეიმსიზ პარკი.“

1:0 გეილი (1), 1:1 ვან დეიკი (38), 1:2 ორიჯი (59), 1:3 მანე (89)

ნიუკასლი: დუბრავკა, ფერნანდესი, როუზი (უოტსი 74), მანკილიო, ლაზარო, ბენტალები (ლონგსტაფი 49), შელვი, რიჩი, ალმირონი (ჰაიდენი 70), სენ-მაქსიმენი (ჟოელინტონი 46), გეილი (კეროლი 70)

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ლივერპული: ალისონი, უილიამსი (ალექსანდერ-არნოლდი 85) , ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი, მილნერი, ვეინალდუმი, კეიტა (ჯონსი 85), მინამინო (მანე 64), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფირმინო 64), ორიჯი (სალაჰი 64)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ფერნანდესი (33)

არსენალი - უოტფორდი 3:2

1:0 ობამეიანგი (5 პენ), 2:0 ტირნი (24), 3:0 ობამეიანგი (33), 3:1 დინი (43 პენ), 3:2 უელბეკი (67)

ბარნლი - ბრაიტონი 1:2

0:1 ბისუმა (20), 1:1 ვუდი (44), 1:2 კონოლი (50)

კრისტალ პალასი - ტოტენჰემი 1:1

0:1 კეინი (13), 1:1 შლუპი (53)

ევერტონი - ბორნმუთი 1:3

0:1 კინგი (13 პენ), 1:1 კენი (41), 1:2 სოლანკე (45+1), 1:3 სტანისლასი (80)

საუთჰემპტონი - შეფილდი 3:1

0:1 ლუნდსტრემი (26), 1:1, 2:1 ადამსი (50, 72), 3:1 ინგზი (84 პენ)

ვესტ ჰემი - ატონ ვილა 1:1

0:1 გრილიში (84), 1:1 იარმოლენკო (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115177