ფეხბურთი

20:33 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ?

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს - წერს Daily Express. წყაროს ცნობით, 29 წლის კოლუმბიელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებულა და მასში დაახლოებით 25 მილიონ ევროს იხდის.

გასულ სეზონში ხამესმა „სამეფო კლუბის“ მაისურით 14 მატჩი გამართა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა. პორტალი transfermarkt მის ტრანსფერს 32 მილიონად აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.717677