ფეხბურთი

19:38 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეკდალი: „იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების ფეხბურთელებს თავდაჯერებას უკარგავდა“

„სამპდორიისა“ და შედეთის ნაკრების ნახევარმცველი, ოლბინ ეკდალი, ჟურნალისტებს „მილანის“ შემტევის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ესაუბრა.

„ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ვერ უძლებდა ზლატანის ხისტ შეძახილებსა და კომენტარებს. ისინი თავდაჯერებას კარგავდნენ. ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს, რაც გუნდზე დამღუპველად მოქმედებდა. მაგრამ სწორედ ასეთმა ტემპერამენტმა და ხასიათმა გახადა ზლატანი საუკეთესო ფეხბურთელი შვედური ფეხბურთის ისტორიაში.“ - უთხრა ეკდალმა Sveriges Radio-ს.

იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში 2001-16 წლებში თამაშობდა. 116 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112409