ისტორია

9:43 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

26 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1953. დაიბადა ფელიქს მაგათი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ნახევარმცველი ფეხბურთელობისას გამოდიოდა “საარბრიუკენსა” (1974-76) და “ჰამბურგში” (1976-86). 1983 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. “ჰამბურგმა” გადამწყვეტ მატჩში ტურინის “იუვენტუსს” 1:0 სძლია და ის ერთადერთი გოლი მაგათმა გაიტანა. 1977 წელს დაეუფლა თასების თასს. 1980 წელს იასპარეზა ჩემპიონთა, 1982-ში კი უეფას თასის ფინალებში. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრების განაცხადში იყო 1982 და 1986 წლების მუნდიალებზე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1979, 1982 და 1983 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი. წვრთნიდა “ჰამბურგს” (1995-97), “ნიურნბერგს” (1997-98), “ვერდერს” (1998-99), “აინტრახტს” (1999-2001), “შტუტგარტს” (2001-04), “ბაიერნს” (2004-07), “ვოლფსბურგს” (2007-09), “შალკეს“ (2009-2011). დამრიგებლის რანგში მაგათი 2005, 2006 და 2009 წლებში გერმანიის ჩემპიონი გახდა, 2005 და 2006 წლებში კი “ბაიერნს” ქვეყნის თასი მოაგებინა. ფელიქს მაგათმა 1979 წლის 7 ნოემბერს თბილისში, “დინამოსწინააღმდეგ ჩემპიონთა თასის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში იასპარეზა. მატჩი ჰამბურგელებმა3:2 მოიგეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1928. ჯიმ თუნმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ტომ ჰინი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1930. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში (ურუგვაი). ნახევარფინალი: არგენტინა-აშშ 6:1; გოლები სტაბილემ (2), პეისელიემ (2), მონტიმ, სკოპელიმ (არგენტინა) და ბრაუნმა (აშშ) გაიტანეს. მონტევიდეოს “სენტენარიოს” სტადიონზე თამაშს 50 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1936. თბილისის “დინამომ” საკავშირო თასის გათამაშებაზე პირველი მატჩი ჩაატარა. საქართველოს დედაქალაქელები ბათუმში “დინამოს” 0:0 დაუზავდნენ. დაინიშნა გადათამაშება.

1966. მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში (ინგლისი). ნახევარფინალი: ინგლისი-პორტუგალია 2:1; ინგლისელთაგან ორივე გოლი ბობი ჩარლტონმა გაიტანა, პორტუგალიელთაგან ეუსებიომ გამოიჩინა თავი. ლონდონის “უემბლიზე” თამაშს 94 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1974. საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად ბობ პეისლი დაინიშნა. მან ბილ შენკლი შეცვალა.

1976. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში იაპონიის სტუდენტთა ნაკრები 3:0 დაამარცხა. გოლები ზორბეგ ებრალიძემ, მანუჩარ მაჩაიძემ და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს. თამაში ბათუმში ჩატარდა. “დინამო”: გოგია (გაგოშიძე), ხიზანიშვილი, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე (მუჯირი), ჩივაძე, გოჩა მაჩაიძე, ესებუა, კოპალეიშვილი (დარასელია), ჩელებაძე (გუცაევი), მანუჩარ მაჩაიძე. “დინამოს” ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1983. ჩეხოსლოვაკიელმა მძლეოსანმა იარმილა კრატოხვილოვამ ქალთა შორის 800 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:53.28).

1987. სტივენ როში პირველი ირლანდიელი და არაკონტინენტალური ევროპიდან მეორე ველოსიპედისტი გახდა, რომელმაც “ტურ დე ფრანსი” მოიგო.

1992. ინგლისურმა პრემიერლიგურმა “ბლექბერნ როვერსმა” ქვეყნის საფეხბურთო-სატრანსფერო რეკორდი დაამყარა. ჩრდილოელებმა სამხრეთული “საუთჰემპტონისგან” 3.6 მილიონ გირვანქად ალან შირერი იყიდეს.

1993. აშშ-ის ბეისბოლისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში პირველი მარცხი იწვნია. “სელესაომ” ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში წააგო.

2005. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამო” დანიურ ბრონდბიუსთან 0:2 დამარცხდა. თემურ ქეცბაიას მთავარი მწვრთნელობით ფამანგუსტას “ანორთოსისმა” “ტრაბზონსპორს” 3:1 მოუგო, ხოლო ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “ლივერპულმა” გასვლაზე “კაუნასს” 3:1 სძლია.

2006. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ბოლნისის “სიონმა” სტუმრად სოფიაში “ლევსკისთან” წააგო (0:2).

2006. “ბარსელონას” პრეზიდენტობიდან გადადგა ხუან ლაპორტა, თუმცა, მან დაადასტურა, რომ სექტემბერში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა.

2006. სტამბოლში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, არჩილ თურმანიძემ (50 კგ) და ვლადიმერ კაჭარავამ (100 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

2008. რაგბის “სამ ერზე” ავსტრალიამ სიდნეიში ახალ ზელანდიას 34:19 მოუგო.

2009. კონკაკაფის “გოლდ ქაფის” ფინალში მექსიკამ აშშ-ის 5:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული მეხუთედ გახდა. გადამწყვეტი მატჩი ისტ რუთერფორდში შედგა. მექსიკამ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შეძლო ამერიკის მისსავე მინდორზე დამარცხება, ასეთი დიდი ანგარიშით კი მექსიკელებს აშშ-სთვის 1967 წლიდან მოყოლებული არ მოეგოთ.

2009. ველოსიპედისტთა ყველაზე პრესტიჟული რბოლის გამარჯვებული ესპანელი ალბერტო კონტადორი გახდა, რომელიც ყაზახური “ასტანას” გუნდის ღირსებას იცავდა.

2011. უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ზესტაფონმა” თბილისში ავსტრიის გრაცის “შტურმთან” 1:1 ითამაშა. ზესტაფონელთაგან გოლი ნიკოლოზ გელაშვილმა გაიტანა.

ამ დღეს დაიბადნენ

1907. იშტვან პელე. უნგრელი ტანმოვარჯიშე. 1932 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1913. ლუი სალიკა. ამერიკელი მოკრივე. მჩატე წონაში 1948 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი.

1917. ბერტილ ნორდალი. შვედი ფეხბურთელი. 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1921. ამადეო ამადეი. იტალიელი ფეხბურთელი. ამპლუით ცენტრფორვარდი. Gგამოდიოდა “რომაში” და 1942 წელს მოიგო სკუდეტო. მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ რომაელები ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდნენ და ამადეი მილანის “ინტერში” გაყიდეს. 1949 წელს იგი “სკუადრა აძურაში” მიიწვიეს და სადებიუტო მატჩში (იტალიელებმა მადრიდში ესპანეთს 3:1 მოუგეს) ამადეიმ გოლი გაიტანა. 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. იტალიის ნაკრების 13 მატჩში გაიტანა 7 გოლი. 1950-56 წლებში თამაშობდა “ნაპოლიში”. იტალიის ჩემპიონატებში გატანილი აქვს 188 გოლი და ამ მაჩვენებლით ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზეა. 1957-58 წლების ჩემპიონატში წვრთნიდა “ნაპოლის” და გუნდი სერია A-ში მეოთხე ადგილზე გაიყვანა. ამის შემდეგ ამადეო ამადეი ფეხბურთს ჩამოშორდა და პურის საცხობის მეპატრონე გახდა.

1931. ტაკაში ონო. იაპონელი ტანმოვარჯიშე. 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1944. მიკი კინგი. ამერიკელი წყალში მხტომელი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1948. ნორაირ ნურიკიანი. ბულგარელი ძალოსანი. მჩატე წონაში 1972 და 1976 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. მიუნხენის ოლიმპიადაზე დიტო შანიძეს პირადი წონის წყალობით აჯობა.

1952. ლუდმილა მასლაკოვა. საბჭოთა მძლეოსანი. 1980 წლის ოლიმპიადაზე 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1953. ფელიქს მაგათი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ნახევარმცველი ფეხბურთელობისას გამოდიოდა “საარბრიუკენსა” (1974-76) და “ჰამბურგში” (1976-86). 1983 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. “ჰამბურგმა” გადამწყვეტ მატჩში ტურინის “იუვენტუსს” 1:0 სძლია და ის ერთადერთი გოლი მაგათმა გაიტანა. 1977 წელს დაეუფლა თასების თასს. 1980 წელს იასპარეზა ჩემპიონთა, 1982-ში კი უეფას თასის ფინალებში. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრების განაცხადში იყო 1982 და 1986 წლების მუნდიალებზე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1979, 1982 და 1983 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი. წვრთნიდა “ჰამბურგს” (1995-97), “ნიურნბერგს” (1997-98), “ვერდერს” (1998-99), “აინტრახტს” (1999-2001), “შტუტგარტს” (2001-04), “ბაიერნს” (2004-07), “ვოლფსბურგს” (2007-09), “შალკეს“ (2009-2011). დამრიგებლის რანგში მაგათი 2005, 2006 და 2009 წლებში გერმანიის ჩემპიონი გახდა, 2005 და 2006 წლებში კი “ბაიერნს” ქვეყნის თასი მოაგებინა. ფელიქს მაგათმა 1979 წლის 7 ნოემბერს თბილისში, “დინამოსწინააღმდეგ ჩემპიონთა თასის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში იასპარეზა. მატჩი ჰამბურგელებმა3:2 მოიგეს.

1954. ვიტას გერულაიტისი. ლიტვური წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი. 1997 წელს მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა.

1956. დოროთი ჰემილი (აშშ). ციგურებით ფიგურულ სრიალში 1976 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1957. ჯეფ ბლეტნიკი. ამერიკელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1966. ანჯელო დი ლივიო. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2000 წელს გახდა ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 40 მატჩი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “პადოვაში”, “პერუჯაში”, “იუვენტუსსა” (1993-99) და “ფიორენტინაში” (1999-2005). ტურინელთა შორის ასპარეზობისას სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

1972. ალფონსო პერესი. სევილიას “ბეტისის” ფეხბურთელი.

1973. იგლი ტარე. ალბანეთის ნაკრების, “კარლსრუეს,” დიუსელდორფის “ფორტუნას,” “კაიზერსლაუტერნის,” “ბრეშას,” “მოდენას,” “ბოლონიასა” და “ლაციოს” ფეხბურთელი.

1974. ბუბა უელსი. “დალას მავერიკსის” ფორვარდი (198 სმ).

1975. ჯო სმიტი. “მილუოკი ბაქზის” ფორვარდი (208 სმ).

1978. ოლეგ კვაშა. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ფლორიდას” ფორვარდი.

1983. დელონი უესტი. “ბოსტონ სელტიკსის” გამთამაშებელი-მსროლელი (193 სმ).

1985. გაელ კლიში. საფრანგეთის ნაკრების, “კანისა” და “არსენალის” მცველი. ინგლისის ჩემპიონი (2004) და საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი (2005). ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2006). საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი.

0.162102