ფეხბურთი

16:34 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ მესის გადაბირებას შეეცდება

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავი, ლიონელ მესი, გაისად, შესაძლოა იტალიაში აღმოჩნდეს. მისი გადაბირება მილანის „ინტერს“ განუზრახავს - გვამცნობს Sport Mediaset.

წყაროს მტკიცებით, მილანური კლუბის გეგმებში არგენტინელის 2021 წელს შეძენა შედის. ლეოს კატალონიელებთან კონტრაქტს ვადა სწორედ გაისად ეწურება.

მილანელებს არ აღელვებთ მესის მაღალი ჯამაგირი. ისინი მზად არიან არგენტინელს წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რადგან მომავალში თავადაც ფიქრობენ მისი სახელით გვარიანი შემოსავლის მიღებას. ლეოს დამატება ახალი სპონსორების მოზიდვას და ეკიპირების გაყიდვის მნიშვნელოვნად გაზრდას ნიშნავს.

მესის მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ „ბარსელონაში“ უთამაშია. ახლახან დამთავრებულ პრიმერას გათამაშებაში, მან 33 მატჩში 25 ბურთი გაიტანა და 21 საგოლე პასით გამოირჩა.

0.112507