ფეხბურთი

15:51 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: „თუ „ლივერპული“ შიმშილს შეინარაჩუნებს, შეიძლება პრემიერლიგა ისევ მოიგოს“

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის გუნდს მომავალ სეზონშიც შეუძლია პრემიერლიგის მოგება.

„პრემიერლიგაში გამარჯვება ოცნება იყო და რეალობად იქცა. მომავალ სეზონში უფრო გართულდება ვითარება, რადგან კონკურენტები საპასუხო დარტყმის მოყენებას შეეცდებიან. სიფხიზლე არაფრით უნდა დავკარგოთ. მაგრამ თუ გამარჯვების შიმშილი ისევ შეგვრჩა, რატომაც არ შეიძლება ტიტული ორჯერ ან სამჯერ ზედიზედ მოვიგოთ?

ბარიერები მხოლოდ ჩვენს ტვინებშია.“ - ციტირებს სალაჰის სიტყვებს BBC.

მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა ინგლისის ჩემპიონობა.

0.114802