სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:41 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

25 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1958. დაიბადა კარლ-ჰაინც ფიორსტერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “შტუტგარტის” და “მარსელის” მცველი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. 1982 და 1986 წლების მუნდიალების ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 1984 წელს გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. 1989 და 1990 წლებში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. 1989 წელს დაეუფლა საფრანგეთის თასს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1860. აშშ-ში პირველი საუნივერსიტეტო მატჩი გაიმართა ბილიარდში. ერთმანეთს ჰარვარდისა და იელის სტუდენტი ბილიარდისტები დაუპირისპირდნენ.

1892. ბერლინში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ჰერტა”.

1902. ჯეიმს ჯეფრისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ბობ ფიტსიმონი მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1946. ლუქსემბურგში მიმდინარე ფიფას კონგრესზე გადაწყდა, რომ საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილია უმასპინძლებდა. მეორე მსოფლიო ომის გამო, მუნდიალის მიღება ევროპულ სახელმწიფოებს არ შეეძლოთ, ბრაზილიამ კი პლანეტის პირველობის უსაფრთხოდ და ნორმალურ დონეზე ჩასატარებლად გარანტია მისცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ფიფა არჩევანში შეცდა. ღამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ეკონომიკური სირთულეების მომიზეზებით საკვალიფიკაციო ტურნირზე მონაწილეობა იუარა – დასკვნით ეტაპზე გასვლის შემთხვევაში მათ თავიანთი ქვეყნების გამგზავრების სახსარი არ ჰქონდათ. თავდაპირველად მუნდიალის ჩატარება 1949 წელს იყო ნავარაუდევი, მაგრამ ბრაზილიელებმა რიო დე ჟანეიროში 200 ათასიანი გიგანტი სტადიონის “მარაკანას” მშენებლობის თავდაპირველ ვადაში დასრულება ვერ მოახერხეს.

1963. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში დანიის “ბკ კოპენჰაგენთან” 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა და მიხეილ მესხმა გაიტანეს. თამაში თბილისში ჩატარდა. “დინამო”: ლეჟავა, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, გ. სიჭინავა, დათუნაშვილი, იამანიძე, კალოევი (ხუნდაძე), ბარქაია, მესხი (მელაშვილი).

1976. გფრ-ის მძლეოსანმა ანეტ რიხტერმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (11,01).

1982. ჩოგბურთში ფედერაციის თასის მეოცე გათამაშების ფინალში აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა გფრ-ის ნაკრებს 3:0 მოუგო. მატჩი აშშ-ის ქალაქ სანტა კლარაში ჩატარდა.

1985. ამერიკელმა მძლეოსანმა სტივ კრემმა ერთ მილზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:46,32).

1988. ესპანელმა ველომრბოლელმა პედრო დელგადომ “ტურ დე ფრანსი” მოიგო.

1990. საბჭოთა მძლეოსანმა ნადეჟდა რიაჟკინამ 10 კმ-ზე სპორტულ სიარულში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (41:56,23).

1992. კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში თანამედროვეობის ოცდამეხუთე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. მასში მონაწილეობა 169 ქვეყნის 9368 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დსთ-ის გაერთიანებული გუნდი გავიდა (45 ოქრო, 38 ვერცხლი, 29 ბრინჯაო), მეორე აშშ-ის ნაკრები იყო (37, 34, 37), მესამე გერმანია (33, 21, 28). საქართველო პირველად წარსდგა ოლიმპიადებზე ეროვნული დროშით. ქართველთაგან ჩემპიონობა დავით ხახალეიშვილმა (ძიუდო), კახი კახიაშვილმა (ძალოსნობა) და ლერი ხაბელოვმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

1993. ესპანელმა ველოსიპედისტმა მიგელ ინდურაინმა მესამედ მოიგო “ტურ დე ფრანსი”.

1993. ჩოგბურთში ფედერაციის თასის გათამაშების 31-ე გათამაშების ფინალში ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიის ნაკრებს 3:0 მოუგო. მატჩი გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში ჩატარდა.

1996. ატლანტის ოლიმპიადის მსვლელობისას ტერორისტული აქტი მოხდა. ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა ბომბი ააფეთქეს.

2004. ამერიკელმა ველომრბოლელმა ლენს არმსტრონგმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო “ტურ დე ფრანსი”.

2004. კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიამ მატჩისშემდგომო პენალტების სერიით არგტენტინას სძლია (4:2). შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა. ბრაზილია 1:2-ს აგებდა, 94-ე წუთზე კი ანგარიში ადრიანომ გაათანაბრა. შეხვედრა პერუს დედაქალაქ ლიმაში, “ესტადიო ნასიონალზე” ჩატარდა და მას პარაგვაელი არბიტრი კარლოს ამარილია სჯიდა.

2006. იტალიაში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის შედეგად, ფლორენციის “ფიორენტინას” და რომის “ლაციოს” სერია A-ში თამაშის უფლება მიეცათ, ხოლო ტურინის “იუვენტუსი” სერია B-ში დაქვეითდა. ამავე დროს “ფიორენტინას” ტურნირი 19-ქულიანი დანაკლისით უნდა დაეწყო, ხოლო “ლაციოს” და “იუვენტუსს” შესაბამისად 11 და 17 ქულა ჩამოაკლდათ. რვაქულიანი დეფიციტით შეხვდა სერია A-ს ახალ სეზონს “მილანი”. ასევე, ოთხივე დასჯილი კლუბი 100 ათასი ევროთი დაჯარიმდა. სადამსჯელო ზომების გატარება, ზემოთ ხსენებული კლუბების ე. წ. ჩაწყობილი მატჩების სკანდალში გახვევამ გამოიწვია.

2006. გაირკვა იტალიური კლუბების ვინაობა, რომლებიც ევროთასებზე მიიღებდნენ მონაწილეობას. “ინტერი” და “რომა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიშვნენ, საკვალიფიკაციო ეტაპზე კი “მილანსა” და “კიევოს” დართეს თამაშის ნება. უეფას თასზე კი იტალიას “პალერმო”, “ლივორნო” და “პარმა” წარადგენდნენ.

2007. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ კალათბურთელთა საერთაშორისო ტურნირში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანიის გუნდს სძლია (88:68).

2007. ვარშავაში გამართულ ჭაბუკ თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, მძიმეწონოსანმა თორნიკე ხიდეშელმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო დავით ხუციშვილი (58 კგ) და დავით მარსაგიშვილი (76 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვლადიმერ ხინჩაგაშვილმა (50 კგ) და გიორგი ჩიტაშვილმა (85 კგ).

2010. საქართველოს ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი მოიგო. ფინალში საქართველომ უკრაინას 87:84 სძლია. შეჯიბრებაში რუმინეთის და ბელარუსის ნაკრებებიც მონაწილეობდნენ.

ამ დღეს დაიბადნენ

1891. დონალდ მაკინლი. 1910-20-იან წლებში შოტლანდიის ნაკრებისა და “ლივერპულის” ფორვარდი. ინგლისის ორგზის ჩემპიონი.

1928. იაკოვ რილსკი. მოფარიკავეთა შორის 1960 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. 1956 წლის თამაშების პრიზიორი. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი.

1945. ჩანგო კარდენასი. 1960-70-იან წლებში არგენტინული “რასინგის” ფორვარდი. ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასების მფლობელი. არგენტინის ჩემპიონი.

1957. ბოგდან მუზიოლი. გდრ-ის ბობსლეისტი. 1980 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1958. კარლ-ჰაინც ფიორსტერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “შტუტგარტის” და “მარსელის” მცველი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. 1982 და 1986 წლების მუნდიალების ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 1984 წელს გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. 1989 და 1990 წლებში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. 1989 წელს დაეუფლა საფრანგეთის თასს.

1959. ფიოდორ ჩერენკოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი. 1983 და 1989 წლებში დაასახელეს საბჭითა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად.

1967. მაგდალენა ფორსბერგი. შვედი ბიატლონისტი ქალი. მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიოს თასის გათამაშების სამგზის გამარჯვებული.

1969. ჯონ ბერი. “ატლანტა ჰოუქსის” მსროლელი (196 სმ).

1973. კევინ ფილიპსი. ინგლისის პრემიერლიგის კლუბების “სანდერლენდის”, “საუთჰემპტონის”, “ასტონ ვილას”, “ვესტ ბრომვიჩის”, “ბირმინგემის” ფორვარდი. პრემიერლიგის 1999-2000 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (“სანდერლენდის” შემადგენლობაში). ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი.

1976. მარკუშ ასუნსაო (მარკუშ დუშ სანტუშ ასუნსაო). ბრაზილიის ნაკრების, “სანტოსის”, “ფლამენგოს”, “რომას”, “ბეტისის”, “ალ აჰლის”, “ალ შაბაბის” ნახევარმცველი. 2001 წელს მოიგო იტალიის ჩემპიონობა და ქვეყნის სუპერთასი. 2005 წელს დაეუფლა ესპანეთის თასს. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1977. კენი ტომასი. “ფილადელფია სიქსერზის” ფორვარდი (201 სმ).

1983. ნენად კრსტაიჩი. სერბიის საკალათბურთო ნაკრებისა და “ნიუ ჯერსი ნეთსის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (211 სმ).

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110871
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X