სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

4:01 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის კალენდარს სამი ეტაპი დაემატა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი უჩვეულოდ ტარდება - გვიანაც დაიწყო და თან ისე, რომ კალენდრის საბოლოო ვარიანტი ჯერ დადგენილი არცაა. მას რბოლები გზაში ემატება... და აკლდება კიდეც - უკვე ოფიციალურადაა ცნობილი, რომ წელს ამერიკის კონტინენტებზე რბოლები არ ჩატარდება.

სამაგიეროდ, დრეს გადაწყდა, რომ კალენდარს კიდევ სამი რბოლა დაემატება. ესენია ნურბურგრინგის (გერმანია), პორტიმაოს (პორტუგალია) და იმოლას (იტალია) ეტაპები. ამგვარად, იტალიაში წელს სამი რბოლა გაიმართება - პირველი ორი მონცაზე (იტალიის დიდი პრიზი) და მუჯელოზე (ტოსკანას ფერარის მე-1000 დიდი პრიზი) გაიმართება. ეს მეორე შემთხვევაა, როცა ერთ ქვეყანაში სამი რბოლა გაიმართება. პირველად ეს 1982 წელს მოხდა, როცა რბოლებს ამერიკის სამმა ქალაქმა - ლონგ ბიჩმა, ლას ვეგასმა და დეტროიტმა უმასპინძლა.

ამგვარად, კალენდარში ამჟამად 13 რბოლაა შეტანილი. საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) ამ რიცხვის 15-18-მდე გაზრდას გეგმავს. ამასთან, ბოლო ორი რბოლა ბაჰრეინსა და აბუ დაბიში უნდა გაიმართოს, სეზონი კი დეკემბერში უნდა დასრულდეს. საინტერესოა, რომ 15 რბოლა არის ის მინიმუმი, რაც სატელევიზიო კონტრაქტების შესასრულებლად საკმარისია.

ბოლო ამერიკული ეტაპი, რომელიც კალენდრიდან ამოვარდა, ოსტინის რბოლაა. მაგრამ შტატ ტექსასში, რომლის მთავარი ქალაქიც ოსტინია, ახლა ეპიდმია ბობოქრობს და რბოლისთვის იქ არავის სცხელა. „ლიბერტი მედია“, რომელიც ფ1-ის კომერციულ უფლებებს ფლობს, ირწმუნება, რომ 2021 წლის სეზონში დიდი პრიზების ცირკი ამერიკას აუცილებლად დაუბრუნდება.

ჯერაც არ არის გადაწყვეტილი ვიეტნამის პირველი დიდი პრიზის ბედი. ამ ქვეყანას კალენდარში ადგილი გაზაფხულისთვის ჰქონდა, მაგრამ პანდემიის გამო, ეს შეუძლებელი გახდა. თუმცა განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანას იმედი აქვს, რომ წელსვე შეძლებს რბოლის ჩატარებას. და კალენდარში მისი დაბრუნების საკითხი ჯერაც განხილვის პროცესშია.

პანდემიამ ძლიერ დააზარალა ბრაზილია, რომელიც ინფიცირებულთა რიცხვის მხრივ, აშშ-ის შემდგ მეორე ადგილზეა. ფატალური შემთხვევების რიცხვით კი მსოფლიოში მეოთხე ადგილზე მექსიკამ გადაინაცვლა. ბუნებრივია, ამ ქვეყნებს ფ1-ის წელს მიღება არ შეუძლიათ.

სამი ახალი რბოლიდან, ნურბურგრინგისას აიფელის დიდი პრიზი ეწოდა. აიფელი იმ მთიან რეგიონს ჰქვია, სადაც ლეგენდარული ტრეკი მდებარეობს. ეს იქნება „მერსედესის“ საშინაო რბოლა და ის 11 ოქტომბერს ჩატარდება. პორტუგალიის დიდ პრიზს ადგილი 25 ოქტომბერს მისცეს. იმოლაზე რბოლას ემილია რომანიას დიდი პრიზი ჰქვია და ის 1 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.119067
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X