ფეხბურთი

15:57 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" 12 ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა

„ბარსელონას“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. Marca-ს ინფორმაციით, ესპანური კლუბი 12 ფეხბურთელის გასხვისებაზე მუშაობს.

ნეტო, ნელსონ სემედუ, ჟუნიორ ფირპო, სამუელ უმტიტი, ივან რაკიტიჩი, მარტინ ბრაიტვაიტი, უსმან დემბელე, არტურო ვიდალი, ჟან-კლერ ტოდიბო, რაფინია ალკანტარა, კარლეს ალენია და ფილიპე კოუტინიო.

ამ გზით „ბარსელონა“ ბიუჯეტის შევსებას გეგმავს ახალი ფეხბურთელების ტრანსფერებისთვის და თან გუნდის შემადგენლობის გაწმენდასაც.

შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ 2019-2020 წლების სეზონი პრაქტიკულად ჩააგდო, მაგრამ წინ ჩემპიონთა ლიგა ელოდება, სადაც ეცდება, რომ აქამდე დაშვებული შეცდომები გამოისყიდოს.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115463