ფეხბურთი

13:05 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალენიჩევმა ტაბიძის "სპარტაკში" სავარაუდო ტრანსფერზე ისაუბრა

მოსკოვის „სპარტაკში“ „უფას“ ყოფილი გენერალური დირექტორის, შამილ გაზიზოვის დანიშვნის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი მოსკოვურ გუნდში „უფადან“ რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერზე.

ერთ-ერთი მათგანი ჯიმი ტაბიძეა. ვეტერანი რუსი ფეხბურთელი დმიტრი ალენიჩევი ამ საკითხს შეეხო და თქვა, რომ ქართველი „სახალხო გუნდში“ განსხვავებული ზეწოლის ქვეშ იქნება.

„უფადან“ „სპარტაკში“ ფეხბურთელების გადასვლაზე ბევრს ლაპარაკობენ. ნედელჩარუ და ტაბიძე გამოცდილი მცველები არიან, მაგრამ „სპარტაკში“ სულ სხვა ზეწოლის ქვეშ იქნებიან“, - თქვა ალენიჩევმა.

შეგახსენებთ, ჯიმი ტაბიძემ რუსეთის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონში 25 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ქართველი მცველი რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116346