ფეხბურთი

12:49 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს, დამარცხებულებში პირველი ხარ"

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე „ფიორენტინასთან“ (0:0) მატჩში ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ შედეგით არა. იტალიელის განცხადებით, ისტორიას მხოლოდ ჩემპიონები წერენ, დანარჩენები კი ამ ისტორიას კითხულობენ.

„კარგი თამაში ჩავატარეთ, სწორი ინტენსივობით, მაგრამ არ გაგვიმართლა. „ფიორენტინა“ შექებას იმსახურებს, თავი კარგად დაიცვეს, თუმცა მიმაჩნია, რომ მეტი დავიმსახურეთ.

როდესაც ქულებს კარგავ, ეს ნიშნავს, რომ ნაკლოვანებები გაქვს. ვცდილობთ ვიმუშაოთ მენტალიტეტზე, მკვლელის ინსტიქტი უნდა გვქონდეს თუ გვინდა, რომ რაიმეს შესახებ ამბიცია გაგვაჩნდეს. თუ ფეხბურთელები ამ შედეგით იმედგაცრუებულნი არიან, ბედნიერი ვარ, ეს ნიშნავს, რომ მათში პატარა რამეს ვტოვებ.

მეორე ადგილზე გასვლა ნიშნავს, რომ დამარცხებულებში პირველი ხარ. გასაგებია, რომ არსებობს ხალხი, რომლებიც ამით კმაყოფილები არიან, მაგრამ ჩემთვის მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს. ისტორიას გამარჯვებულები წერენ და დანარჩენები ამ ისტორიას კითხულობენ. მეორე ადგილი ჩემს ცხოვრებას არ ცვლის“, - თქვა კონტემ.

„ინტერი“ სეზონის ფინიშამდე 3 ტურით ადრე მესამე საფეხურზეა და „ატალანტას“ ქულით ჩამორჩება. სკუდეტოს ბედი კი პრაქტიკულად გარკვეულია, „იუვენტუსს“ შეუძლია დღეს „უდინეზეს“ ძლევით ზედიზედ მეცხრე ჩემპიონობა გაიფორმოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116634