ისტორია

9:16 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

23 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1956 - დაიბადა თენგიზ სულაქველიძე. ქუთაისის “ტორპედოს” (1974-78), თბილისის “დინამოსა” (1978-88) შვედური “ჰოლმსუნდის” (1989) ფეხბურთელი. 1981 წელს “დინამოსთან” ერთად ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშევაში გაიმარჯვა. 1979 წელს მოიპოვა საკავშირო თასი. 1981 წლის სსრკ-ის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. 1980 წლის საკავშირო თასის გათამაშების ფინალისტი. საბჭოთა კავშირის პირველობებზე ჩაატარა 279 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. ოთხჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. 1979 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1980-88 წლებში გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. 1988 წლის ევროპის პირველობის ფინალისტი. 1980 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1827 - აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქ ბოსტონში ქვეყანაში პირველი საცურაო სკოლა გაიხსნა.

1888 - ველოსიპედებისა და საჩოგბურთო ინვენტარის მწარმოებელი ცნობილი ფირმის “დანლოპის” დამაარსებელმა ჯონ ბოიდ დანლოპმა ველოსიპედის პნევმატური საბურავი დააპატენტა.

1907 - ჩოგბურთში დევისის თასი მეშვიდე გათამაშების ფინალში ავსტრალიის ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი 3:2 დაამარცხა. მატჩი უიმბლდონის კორტებზე ჩატარდა.

1931 - საფრანგეთმა ფინანსური მოტივის გათვალისწინებით უარი თქვა თავისი ქვეყნის ნაკრების 1932 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე გაყვანაზე.

1966 - ინგლისის მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალი: ინგლისი-არგენტინა 1:0; გფრ-ურუგვაი 4:0; პორტუგალია-ჩრდ. კორეა 5:3; სსრკ-უნგრეთი 2:1.

1966 - მუნდიალზე ინგლისისა და არგენტინის მატჩის 33-ე წუთზე სამხრეთამერიკელთა კაპიტანმა ანტონიო რატინმა უხეში ინტონაციით ესპანურ ენაზე გერმანელ არბიტრს რუდოლფ კრაიტლაინს რაღაც უთხრა, ალემანმა კი არგენტინელი მინდვრიდან გააძევა. სამხრეთამერიკელები კარგა ხნის განმავლობაში უმტკიცებდნენ მსაჯს, რატინს მისი მისამართით სალანძღავი სიტყვა რომ არ უხსენებია, მაგრამ არბიტრმა პირვანდელი გადაწყვეტილება არ შეცვალა. თამაში ცხრა წუთით შეწყდა. საფინალო სასტვენის შემდეგ არგენტინელებმა კრაიტლაინზე მიიტანეს იერიში, გერმანელი მსაჯი კი უსაფრთხო ადგილზე პოლიციის მეშვეობით გავიდა. მატჩისშემდგომ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ალფ რამსეიმ არგენტინელებს “ცხოველები” უწოდა, რამაც ბუენოს აირესსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ანტიბრიტანული მანიფესტაციებს დაუდო სათავე. თავის მხრივ ინგლისელებმა არგენტინის ფიფადან გარიცხვა მოითხოვეს, მაგრამ მათი ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

1966 - მუნდიალზე ჩრდილოეთ კორეისა და პორტუგალიის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ევროპელთა ფორვარდმა ეუსებიომ “პოკერი” გაახერხა. პორტუგალიელები თავდაპირველად 0:3-ს აგებდნენ.

1966 - ინგლისელმა მძლეოსანმა ჯონ პენელმა სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (5 მეტრი, 34 სანტიმეტრი).

1972 - ბელგიელმა ველოსიპედისტმა, ედი მერქსმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო “ტურ დე ფრანსი”.

1987 - გდრ-ის მძლეოსანმა პეტრა ფელკემ ქალთა შორის შუბის ტყორცნაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (78 მეტრი და 89 სანტიმეტრი).

1987 - მაროკოელმა მძლეოსანმა საიდ აიუიტამ 5 კმ-ზე გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (12:58,39).

1990 - ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა, ბირმინგემის “ასტონ ვილამ” მთავარ მწვრთნელად ჩეხი სპეციალისტი იოჟეფ ვენგლოში დაამტკიცა.

1993 - ამერიკელმა ველოსიპედისტმა კრის დორდმენმა ერთი საათის განმავლობაში რბოლის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. 60 წუთში ბორდმენმა 52 კილომეტრი და 270 მეტრი დაფარა.

1994 - სანკტ პეტერბურგში კეთილი ნების თამაშები გაიხსნა.

1995 - ესპანელმა ველომრბოლელმა მიგელ ინდურაინმა მეხუთედ მოიგო “ტურ დე ფრანსი”.

1996 - თბილისისდინამომUEFA- თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციოეტაპისგანმეორებითმატჩში, რომელიც ლუქსემბურგში ჩატარდა, “გრევენმახერთან” 2:2 ითამაშა(პირველიშეხვედრადინამომ” 4:0 მოიგო). ქართველთაგან გოლები გიორგი კიკნაძემ და როინ კერძევაძემგაიტანეს. “დინამო”: ზოიძე,ჩხაიძე, ლობჟანიძე, კუდინოვი, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე(ინალიშვილი), ჯამარაული (ანჩაბაძე), .ჯელაძე, ყიზილაშვილი, იაშვილი (კერძევაძე). გუნდს დავითყიფიანი წვრთნიდა.

2006 - ლონდონში ახლადგახსნილ “ემირეიტს სტედიუმზე” “არსენალიდან” დენის ბერგკამპის გაცილების მატჩი გაიმართა.

2011 - ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) “ყველა ვარსკვლავის” მატჩში აღმოსავლეთმა დასავლეთს 118:113 მოუგო. შეხვედრა სან ანტონიოში ჩატარდა. აღმოსავლეთმა 2077 წლიდან მოყოლებული პირველად შეძლო “ოლ სტარის” მატჩის მოგება.

2011 - არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკის მესამე ადგილისთვის მატჩში პერუმ ვენესუელას 4:1 სძლია. შეხვედრა ლა პლატაში ჩატარდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1925 - პიერ ბონე. ბელგიელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1948 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი (თანრიგში).

1939 - ჯუმბერ ლეჟავა. გინესის 15-გზის რეკორდსმენი (ხელებზე აზიდვა, მუცლის პრესისვარჯიშიუწყვეტრეჟიმში) და მოგზაური. 1993-2002 წლებში ველოსიპედით შემოვლილი აქვს მთელიმსოფლიო. ვახტანგგორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი.

1953 - ნიკოლაი ბაჟუკოვი. მოთხილამურეთა შორის 1976 და 1980 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1954 - ვახტანგ ბლაგიძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (52 კგ წონითი კატეგორია) 1980წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1978, 1981). ევროპისორგზისჩემპიონი(1978, 1980). მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1977). საბჭოთა კავშირისა დამრავალისაერთაშორისოტურნირის გამარჯვებული. ვახტანგ ბლაგიძეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე არცერთიორთაბრძოლა არწაუგია. ვახტანგ ბლაგიძე ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხისორდენებისკავალერია.

1956 - თენგიზ სულაქველიძე. ქუთაისისტორპედოს” (1974-78), თბილისისდინამოსა” (1978-88) შვედურიჰოლმსუნდის” (1989) ფეხბურთელი. 1981 წელსდინამოსთანერთად ევროპისქვეყნებისთასებისმფლობელთა თასის გათამაშევაში გაიმარჯვა. 1979 წელს მოიპოვა საკავშირო თასი. 1981 წლისსსრკ-ისპირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. 1980 წლის საკავშირო თასის გათამაშების ფინალისტი. საბჭოთა კავშირისპირველობებზე ჩაატარა 279 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. ოთხჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთაშორის. 1979წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლისმედლისმფლობელი. 1980-88 წლებში გამოდიოდასაბჭოთა კავშირის ნაკრებში. 1988 წლის ევროპისპირველობისფინალისტი. 1980 წლის ოლიმპიური ბრინჯაოსპრიზიორი. 1982 წლის მსოფლიოსჩემპიონატის მონაწილე. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 2გოლი.

1968 - გარი პეიტონი. “ბოსტონ სელტიკსის” და “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” გამთამაშებელი (193 სმ). 1996 და 2000 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1996 და 2004 წლებში იასპარეზა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფის ფინალში. 1994-98 და 2000-01 წლებში ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს 15 ათას ქულაზე მეტი და გაკეთებული აქვს 6 ათას შედეგიან გადაცემაზე მეტი.

1969 - მარკო ბოდე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებისა და ბრემენის “ვერდერის” ნახევარმცველი-ფორვარდი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. “ვერდერის” შემადგენლობაში მოგებული აქვს თასების თასი. გერმანიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის სამგზის მფლობელი. ორჯერ ფლობდა გერმანიის სუპერთასს.

1971 - გოჩა ჯამარაული. საქართველოს ნაკრების, თბილისისდინამოს,” ვლადიკავკაზისალანიას,” “ტრაბზონის”, “ციურიხის,” “ლუცერნის,” დონეცკისმეტალურგისადაფამაგუსტასანორთოსისისნახევარმცველი. საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი (1990, 1991, 1992, 1993, 1994, 1995) დათასის ოთხგზისმფლობელი (1992, 1993, 1994, 1995). “დინამოსრიგებში ჩაატარა 132 მატჩი დაგაიტანა 37 გოლი. იყოსაქართველოს ნაკრების, თბილისისდინამოსადა დონეცკისმეტალურგისკაპიტანი. საქართველოსნაკრების რიგებში ჩაატარა 62 მატჩი და გაიტანა 6 გოლი.

1972 - ჯოვანი ელბერი. 1990-2000-იანი წლების ბრაზილიელი ფორვარდი, რომელმაც საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი ევროპაში გაატარა. 2001 წელს მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი. გერმანიის ოთხგზის ჩემპიონი, თასის სამგზის მფლობელი. ბუნდესლიგაში ჩაატარა 260 გოლი, გაიტანა 133 გოლი. “ლიონის” შემადგენლობაში ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს შვეიცარიის თასიც. იყო გერმანიისა და შვეიცარიის პირველობების საუკეთესო ბომბარდირი.

1976 - იუდით პოლგარი. უნგრელი მოჭადრაკე. ითვლება ქალებს შორის ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ. 2005 წლის ივლისში ჰქონდა მაქსიმალური რეიტინგი (2735). ასპარეზობს მამაკაცთა ტურნირებზე და 2006 წელს, ჰოლანდიის ჰოოგვენდის შეჯიბრებაზე პირველი ადგილი გაიყო ბულგარელ დიდოსტატ ვესელინ ტოპალოვთან.

0.119638