ფეხბურთი

2:22 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

-3 ქულა სკუდეტომდე: "იუვე" ჩემპიონობისთვის ემზადება

„იუვენტუსის“ ჩემპიონობას ახლა მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა აკლია, რომლის მოპოვება ტურინულ გრანდს დღეს „უდინეზესთან“ შეუძლია და ზედიზედ მეცხრე სკუდეტოს მოიგებს.

35-ე ტურში „ინტერმა“ შინ „ფიორენტინას“კარს გასაღები ვერ მოარგო უგოლო ფრეს დასჯერდა და სწორედ ამ შედეგმა „იუვეს“ სეზონის დასრუელბამდე სამი ტურით ადრე გაჩემპიონების შანსი მისცა. ვნახოთ როგორ გამოიყენებს „ბებერი ქალბატონი“ ამ შანსს, მაგრამ რომც ვერ გამოიყენოს, ფაქტია ტურინელთა მორიგ ჩემპიონობას გვერდს ვერ ავუვლით.

35-ე ტურში კი ერთი ამბავი გაოფიციალურდა: „ბრეშა“ სერია B-ში გავარდა, რომელმაც „ლეჩესთან“ წააგო და გადარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა. თავად „ლეჩესთვის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ კონკურენტ „ჯენოასთან“ 4-ქულიანი ჩამორჩენა ვერ შეამცირა, რადგან გენუელებმა გენუურ დერბიში „სამპდორიას“ მოუგეს. სერია A-ს სწორედ „ჯენოასა“ და „ლეჩეს“ შორის ერთ-ერთი დაემშვიდობება, ახლა ლიგურელები გაცილებით კარგ მდგომარეობაში არიან.

„რომამ“ გავარდნილი „სპალი“ 6:1 გაანადგურა და მეხუთე ადგილი დაიბრუნა, ხოლო ჯენარო გატუზოს „ნაპოლიმ“ „პარმასთან“ მარცხი განიცადა. თუმცა, ნეაპოლელებისთვის ეს თამაში არაფერს წყვეტდა, რადგან ევროპა ლიგაზე უკვე გასულები არიან.

ახლა კი, ველოდებით „იუვენტუსის“ მატჩს, რომელსაც შეუძლია სკუდეტო უდინეში გაიფორმოს. ქალაქში, სადაც 2002 წლის 5 მაისს მოიგო ჩემპიონობა, თუმცა, მაშინ სხვა ვითარებაში - ბოლო ტურში „ინტერს“ ააცალა სკუდეტო. ახლა სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა, მაინც სიმბოლური იქნება...

„პარმა“ – „ნაპოლი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კაპრარი (45, პენ), 1:1 ინსინიე (54, პენ), 2:1 კულუსევსკი (87, პენ)

„ინტერი“ – „ფიორენტინა“ 0:0 (0:0)

„ლეჩე“ – „ბრეშა“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლაპადულა (22), 2:0 ლაპადულა (32), 2:1 დესენა (63), 3:1 საპონარა (70)

„სპალი“ – „რომა“ 1:6 (1:2)

გოლები: 0:1 კალინიჩი (10), 1:1 ჩერი (24), 1:2 კ. პერესი (38), 1:3 კოლაროი (47), 1:4 ბ, პერესი (52), 1:5 ბ. პერესი (75), 1:6 ძანიოლო (90)

„სამპდორია“ – „ჯენოა“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 კრიშიტო (22, პენ), 1:1 გაბიადინი (32), 1:2 ლერაგერი (72)

„ტორინო“ – „ვერონა“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბორინი (56, პენ), 1:1 ძაძა (67)

თეგებისერია A
0.117131