ფეხბურთი

21:45 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" შესაძლოა "რეალის" ფეხბურთელი იჯარის წესით დაიმატოს

ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრების და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა რეინიერ ჟეზუს კარვალიომ შესაძლოა მომდევნო სეზონი იჯარის წესით "ლევერკუზენში" გაატაროს. აღნიშნულ ინფორმაცია Goal-ი ავრცელებს.

კაი ჰავერცის "ჩელსიში" ტრანსფერ ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა და როგორც Goal-ი იუწყება, გერმანელებს მისი შემცვლელი სჭირდებათ და რეინიერი შემტევი ნახევარმცველია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი "რეალმა" მიმდინარე წელს "ფლამენგოდან" დაიმატა, თუმცა სამხრეთამერიკელი სარეზერვო გუნდში თამაშობს და ესპანელები აპირებენ ფეხბურთელს პირველ გუნდში თამაშის შანსი მისცენ. რეინიერი "ფლამენგოსთან" ერთად გასულ წელს ბრაზილიის ჩემპიონი და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111254