ფეხბურთი

20:25 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი: "ვიცოდით, რომ რონალდუს გარეშეც გავიმარჯვებდით"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ზინედინ ზიდანის, კრიშტიანუ რონალდუს, სერხიო რამოსისა და კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.

ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, კრიშტიანუს გავლენის მიუხედავად, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წარმატებას მის გარეშეც მიაღწევდნენ.

„34-ე ტიტულზე მეტი უნდა მოგვეგო. აქ რვა წელია ვიმყოფები და მხოლოდ მეორედ გავხდი ესპანეთის ჩემპიონი. სერხიო რამოსი? ფენომენია. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, ის არის 34 წლის როკერი და ხედავთ მის სურვილს, როგორ თამაშობს. ლიდერი და მსოფლიოს საუკეთესო მცველია.

ბენზემა? ბედნიერი ვარ მის გამო, ახლა ყველამ იცის რას წარმოადგენს და როგორი ფეხბურთელია. შესანიშნავი თავდამსხმელია, მასთან თამაში სასიამოვნოა. როგორ ესმის თამაში, როგორ მოძრაობს, როგორ ცვლის ბალანსს, ეს განსაკუთრებულია. ყოველთვის დიდ საქმეს აკეთებდა და ყველაფერი ეს დაიმსახურა.

არ არის აუცილებელი განვიხილოთ ის მნიშვნელობა, რაც კრიშტიანუ „რეალისთვის“ ჰქონდა. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მის გარეშეც შეიძლებოდა ამბიციები გვქონოდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ რონალდუს გარეშეც მოვიგებდით, რადგან ინდივიდის სიძლიერის მიუხედავად, გუნდი ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.

ზიდანი? მან დაამტკიცა თავისი კლასი და არამხოლოდ ფეხბურთისადმი რწმენა. უმაღლესი პიროვნებაა, მან შექმნა გუნდში ფანტასტიკური ატმოსფერო და მოედნის მიღმა. სიმშვიდე მოგვანიჭა. ეს ყველას დაგვეხმარა, რომ ჩვენი თავი გუნდის ნაწილად გვეგრძნო და გასახდელში პრობლემა არ გაჩენილიყო.

კრიტიკა? ფეხბურთში ყველაფერი მსმენია. არ მიკვირს ადამიანების ზედაპირულობა. ეს გუნდი მადრიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და სასაცილოა, რომ ვიღაცას ამაში ეჭვი ეპარება“, - თქვა მოდრიჩმა.

0.139168