ჩოგბურთი

12:44 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ATP-ის პირველი ოფიციალური ტურნირი, რომელიც პანდემიის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა!

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდგომ ATP-ის მიერ პირველი ოფიციალური ტურნირი ვაშინგტონში უნდა გამართულიყო თუმცა, The New York Times-ის ინფორმაციით ის ჩაიშალა.

წყარო ცნობით, მიზეზად ქვეყანაში არსებული კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია და საერთაშორისო მგზავრობის შეზღუდვა დასახელდა.

შესაბამისად, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც წინასწარ განაცხადში მოხვდა და ძირითად ბადეში უნდა ეასპარეზა, კვლავ ტურნირის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, ვაშინგტონის პირველობა 14 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. 500 ქულიან ტურნირზე მონაწილეობა 48 სპორტსმენს უნდა მიეღო და მათ შორის ქართველ ჩოგბურთელსაც, რომელიც აღნიშნულ შეჯიბრში პირველად უნდა გამოსულიყო. ვაშინგტტონის ტურნირის გაუქმების შემდეგ უცხოურ პრესაში ამერიკის ღია პირველობის გაუქმების შესახებაც დაიწერა თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მხოლოდ და მხოლოდ არაოფიციალურია.

0.137969