ავტოსპორტი

4:24 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძანარდი სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს

ფორმულა 1-ის და ინდიქარის ყოფილი პილოტი, იტალიელი ალექს ძანარდი, რომელმაც ამასწინათ, ხელის ბაიკით ვარჯიშის დროს მომხდარი ავარიისას, თავის მძიმე ტრავმა მიიღო, თითქმის ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრაში გადაიყვანეს.

ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ 53 წლის ძანარდის, რომელიც პარალიმპიური თამაშების მრავალი (მათ შორის) მედლის მფლობელია, ქალაქ სიენას სანტა მარია ალე სკოტეს ჰოსპიტალში, თავის ტვინზე სამი ოპერაცია გაუკეთეს და ხელოვნურ კომაში ამყოფეს.

თავისი მიღწევების და ბრძოლის ჟინის გამო, ძანარდი ძალიან პოპულარულია სპორტის მოყვარულთა შორის. 2001 წელს, ჩემპ ქარის სერიის (ინდიქარის განაყოფი) გერმანიის ეტაპზე, ლაუზიცრინგის ოვალზე მომხდარ ავარიას, იტალიელი მრბოლი ცოცხალი გადაურჩა, მაგრამ მიღებული ტრავმების გამო, ორივე ფეხი დაკარგა.

მაგრამ პილოტი, რომელმაც მანამდე ძირითადად ჩემპ ქარის სერიაში მიღწევებით (ორგზის ჩემპიონია) გაითქვა სახელი, არ გატყდა და ყველაზე სწრაფი ავტომობილებიდან, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის განკუთვნილი ეტლების რბოლებში გადაინაცვლა და პარალიმპიურ თამაშებზე არაერთ (ოქროს ოთხი მედალი) წარმატებას მიღწია. იმავდროულად, ის ავტოსპორტშიც, სხვადასხვა კლასის ავტომობილებითაც ასპარეზობს და არცთუ წარუმატებლად.

რომის პაპმა ფარნიცისმა წინა თვეში ძანარდის კაცობრიობის მისაბაძი ადამიანი უწოდა და გამოჯანმრთელება უსურვა.

0.149907