ფეხბურთი

3:02 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" სტეფანო პიოლის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიურ „მილანს“ რალფ რანგნიკი აღარ ჩაიბარებს, რადგან კლუბმა გეგმები სრულიად შეცვალა და სტეფანო პიოლის ახალი კონტრაქტი გაუფორმა.

როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, იტალიელ სპეციალისტთან ხელშეკრულება 2-წლით განახლდა და ლომბარდიულ გრანდს 2022 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.

ამრიგად, რანგნიკისა და „მილანის“ არდაწყებული ისტორია წარსულს ჩაბარდა. პიოლიმ კი პრაქტიკულად უშვიათესი პრეცედენტის მომსწრენი გაგვხადა, რადგან კლუბს რამდენიმე კვირაში გადაწყვეტილ გეგმაზე უარი ათქმევინა.

სხვათა შორის, „მილანი“ ბოლო დროს დიდებულად ათამაშდა, განსაკუთრებით სეზონის რესტარტის შემდეგ და სერია A-ს უკანასკნელი 9 მატჩიდან 7 მოიგო, ორჯერ ფრეს დასჯერდა და ევროპა ლიგის საგზურიც გაიფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107731