ფეხბურთი

21:45 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი "რასინგიდან" წავიდა: "ძნელია გადმოგცეთ ის, რასაც ვგრძნობ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა სანტანდერის „რასინგი“ დატოვა. ქართველმა შემტევმა გამოსამშვიდობებელ წერილში ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს წარმატებები უსურვა.

თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის მიმართ წყენა არ დაუმალავს და ეს ტექსტში ცალსახად იგრძნობა:

„მოვიდა დრო დაგემშვიდობოთ. სამწუხაროდ, გუნდის დახმარება ვერ მოვახერხე, ძნელია გადმოცემა თქვენთვის და სიტყვების პოვნა რასაც ვგრძნობ. დიდი იმედებითა და ოცნებებით ჩამოვედი, მაგრამ ადამიანებმა სამწუხაროდ, ეს ვერ დაინახეს და არ დააფასეს. მათ საკუთარი მიზნები და შეხედულებები ჰქონდათ, როგორც აღმოჩნდა ამან არ გაამართლა და ჩვენ მარცხი განვიცადეთ. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, ისინი საუკეთესოები არიან და უკეთეს იმსახურებენ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდს ერთად გადალახავთ და დაბრუნდებით უფრო ძლიერები. წარმატებები“, - დაწერა გიორგიმ სოციალურ ქსელში.

გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსას“ კუთვნილებაშია და მასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ის „რასინგში“, რომელიც მესამე დივიზიონში გავარდა, იანვარში სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გადავიდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა - მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა. კორონავირუსის პანდემიით შეჩერებული სეზონის განახლების შემდეგ კი მოედანზე საერთოდ არ გასულა იმის მიუხედავად, რომ ტრავმა არ აწუხებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111174