ფეხბურთი

17:30 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი "რეალის" ფერგიუსონი: პერესს სამუდამო კონტრაქტი სურს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანის მუშაობით ძალიან კმაყოფილია და სურს ფრანგი მისი გუნდის ალექს ფერგიუსონი გახდეს.

El Chiringuito-ს ცნობით, პერესი მზადაა „ზიზუს“ სამუდამო კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა, უფრო მეტი ზუსტი დეტალი ამ დროისთვის უცნობია. ზიდანის მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თავად ზიდანმა კლუბიდან სეზონის დასრულების შემდეგ წასვლა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ არავინ იცის ფეხბურთში ხვალ რა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი „რეალს“ 2016-2018 და 2019 წლიდან დღემდე ავარჯიშებს. ამ პერიოდში ფრანგმა „სამეფო კლუბს“ 11 ტიტული მოაგებინა. საინტერესოა, რომ საშუალოს ყოველ მე-19 თამაშში ზიდანი „რეალს“ ერთ ტიტულს აგებინებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120644