ფეხბურთი

10:20 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექემმა ზედიზედ ხუთი მატჩის წამგებ „ინტერ მაიამის“ მხარი დაუჭირა

„ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, დევიდ ბექემმა, თავის კლუბს მხარი დაუჭირა და გაამხნევა. შეგახსენებთ, რომ „მაიამიმ,“ რომელიც MLS-ის დებიუტანტია, ხუთივე სასტარტო შეხვედრა წააგო და ამერიკული ლიგის ანტირეკორდი დაამყარა.

„ზოგჯერ გზა ძალიან გრძელია და შესვენებაცაა საჭირო. „მანჩესტერ იუნაიტედი,“ მადრიდის „რეალი“ ერთ დღეს არ აშენებულა. გუნდებს, მოთამაშეებს, კლუბებს, წარმატების მისაღწევად დრო სჭირდებათ და როცა ეს დრო დგება, უსიამოვნებები რაღაც ძალიან შორეულ კოშმარად მოსჩანს.

მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რასაც აქამდე მივაღწიეთ. ვამაყობ ჩემი გუნდით, კლუბით და გულშემატკივრებით.“ - დაწერა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა თავის ინსტაგრამის გვერდზე.

0.11306