ფეხბურთი

22:29 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

2007 წლის შემდეგ პირველად: ლა ლიგაში 25 გოლი "პიჩიჩისთვის" საკმარისი გამოდგა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 25 გოლით გახდა.

რა თქმა უნდა, მესის ბომბარდირობა გასაკვირი არაა, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ ლა ლიგაში 25 გოლით ბომბარდირი ბოლოს 2006-2007 წლების სეზონში გახდა ფეხბურთელი. მაშინ „რეალის“ თავდამსხმელმა რუუდ ვა ნისტელროიმ შეძლო 25 გოლის კმარება „პიჩიჩის“ ტიტულისთვის.

მას შემდეგ თამასა იზრდებოდა, 2011-2012 წლების სეზონში კი კრიშტიანუ რონალდუს 46 გოლი მხოლოდ მეორე ადგილისთვის ეყო, რადგან მესიმ ბომბარდირობა 50 გოლით მოახერხა...

ცნობისთვის, 25 გოლზე ნაკლებით ესპანურ ლა ლიგაში ბომბარდირი ტიტული ბოლოს 2004 წელს, ბრაზილიელმა რონალდომ მოიგო, როდესაც სეზონში 24 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111153