ფეხბურთი

19:25 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხოსე პერალესმა "დინამო თბილისი" დატოვა

ხოსე პერალესმა „დინამო თბილისი“ მეორედ დატოვა. ესპანელმა მეკარემ ინსტაგრამში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

„მინდა გითხრათ, რომ „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი შევწყვიტე. სამწუხაროა ასეთი გზით დასრულება, მას შემდეგ, რაც კარგი მომენტები და წარმატებები მქონდა კლუბში, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც ამ წელიწადნახევარში სიყვარული და პატივისცემა მაჩუქა. ასევე ყველას, ვინც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობში ჩემი მდგომარეობით წუხდა.

დრო მოვიდა ახალი გადაწყვეტილებების მიღების, მომავლისკენ ოპტიმიზიმით, სურვილით და ენთუზიაზმით ყურების. ვიმედოვნებ, ძალიან მალე გაგიზიარებთ ჩემს წარმატებებს“, - დაწერა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სეზონში ხოსე პერალესი „დინამო თბილისის“ შეუცვლელი ფიგურა იყო და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარის პრიზიც გადაეცა. შემდეგ გუნდი დატოვა, მაგრამ რამდენიმე კვირაში დაბრუნდა, თუმცა როინ კვასხვაძესთან კონკურენციის გამო 2020 წლის სეზონში მოედანზე არ გასულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118894