ფეხბურთი

17:12 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ისტორიაში: "ოქროს ბურთი" 2020 წელს არ გათამაშდება

2020 წელს „ოქროს ბურთი“ არავის გადაეცემა. ამის შესახებ ცნობიმა ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაწერა.

მიზეზი ცხადია კორონავირუსის პანდემიაა და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთ უნიკალურ წელს არ შეიძლება პრიზის გათამაშება ჩვეულებრივ გააგრძელონ.

აღსანიშნავია, რომ „ოქროს ბურთი“ პირველად 1956 წელს გათამაშდა და მას შემდეგ პირველად მოხდება, რომ წლის ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელს ამ უპრესტიჟულესი ინდივიდუალური პრიზით არ დააჯილდოებენ.

„პირველად თავის ისტორიაში, რომელიც 1956 წელს დაიწყო, „ოქროს ბურთი“ 2020 წელს არ გათამაშდება არასაკმარისი სამართლიანი პირობების გამო. რატომ ეს არჩევანი? იმიტომ, რომ ასეთი უნიკალური წელი არ შეიძლება მივიჩნიოთ ნორმალურ წლად.

იმის გამო, რომ ამ საპატიო წოდებისთვის ბრძოლაში სამართლიანობა ვერ შენარჩუნდება, რადგან ყველა მოთამაშეს არ ჰქონია ერთნაირი გზაა, რადგან ზოგი ჩემპიონატი შეჩერდა და პირობები არათანაბრია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯილდოს სანდოობა“, - წერია France Football-ის განცხადებაში.

0.114899