ფეხბურთი

10:27 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გუნდი თურქეთის სუპერლიგიდან გავარდა, "ბაშაკშეჰირი" ჩემპიონი გახდა

საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯიუ“ თურქეთის სუპერლიგიდან გავარდა. დედაქალაქელებმა ბოლოსწინა ტურში შინ „ანტალიასფორთან“ 0:1 წააგეს და გადარჩენის ყოველგვარი შანსი დაკარგეს. საბამ ამ შეხვედრაში 86-ე წუთამდე ითამაშა, მისი კლუბი კი 33 ტურის შემდეგ 29 ქულით ბოლო ადგილზეა.

მოგეხსენებათ, ლობჟანიძე „ანკარაგიუჯიუში“ ზამთარში დანიური „რანდერსიდან“ გადავიდა და 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა („ფენერბახჩესთან“). ქართველს თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და როგორც მან რამდენიმე თვის წინ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, გავარდნის შემთხვევაში ანკარაში არ დარჩებოდა. ვნახოთ, რა მოხდება სატრანსფერო ბაზარზე.

ცნობისთვის, ლიგაში ადგილი შეინარჩუნა ლევან შენგელიას „ქონიასფორმა“, რომელმაც „ტრაბზონსფორი“ ქართველის დიდებული თამაშით (გოლი, მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი) 4:3 დაამარცხა.

33-ე ტურმა ჩემპიონიც გამოავლინა. „ბაშაკშეჰირმა“ „ქაისერისფორის“ ძლევის შემდეგ (1:0) „ტრაბზონს“ 7 ქულით გაუსწრო და თურქეთის ჩემპონი ისტორიაში პირველად გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115147