ფეხბურთი

22:03 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" "ლესტერი" ჩემპიონთა ლიგას დააშორა

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში დღეს ორი მატჩი გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს, „ტოტენჰემისა“ და „ლესტერ სიტის“ დაპირისპირება იწვევდა.

ორივე გუნდს თავიანთი მიზნები აქვთ - „ლესტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო „ტოტენჰემი“ ევროპა ლიგაზე გასვლას ლამობს. „მილიებს“ საგოლე მომენტები მრავლად ჰქონდათ, მაგრამ უგო ლორისი დიდებული იყო და კარი მშრალად შეინახა.

საპასუხოდ კი ლონდონელებმა პირველ ტაიმში სამი კონტრშეტევა განახორციელეს და სამივე შედეგიანად. ჯერ სონის აქტიურობით ჯასტინს მოუწია ავტოგოლის გატან, ხოლო შემდეგ ჰარი კეინმა დუბლი გაიფორმა. შედეგად, „ტოტენჰემმა“ 58 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, გადაასწრო რა, „ვულვზს“, მაგრამ „მგლებს“ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „ლესტერს“ კი 62 ქულა დარჩა და ახლა იმაზე უნდა იოცნებოს, „მანჩესტერი“ 37-ე ტურში მასავით უქულოდ დარჩეს.

სანამ სხვები ევროსაგზურებს ინაწილებენ, „ბორნმუთი“ პრაქტიკულად ჩემპიონშიფში გავარდა. „ალუბლები“ შინ უმოტივაციო „საუთჰემპტონთან“ დამარცხდნენ და შანსი ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ ეს შანსი ძალზე მიზერულია და სასწაული უნდა მოხდეს „ბორნმუთმა“ პრემიერლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს.

„ბორნმუთი“ – „საუთჰემპტონი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ინგსი (41), 0:2 ადამსი (90)

„ტოტენჰემი“ – „ლესტერი“ 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 ჯასტინი (6, ა.გ), 2:0 კეინი (37), 3:0 კეინი (40)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13343