ფეხბურთი

17:43 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "შესაძლოა ზიდანმა სეზონის ბოლოს "რეალი" დატოვოს"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდიდან ზინედინ ზიდანის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა და ეს სცენარი არ გამორიცხა.

„შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ზიდანმა თქვას, რომ გუნდს ტოვებს. ეს შეიძლება მოხდეს, რადგან ადამიანები იღლებიან და დასვენება სჭირდებათ. თუმცა, ამ მომენტში არ არსებობს მიზეზი, რომ გუნდიდან წავიდეს. ვხედავ, რომ დაღლილი არაა“, - თქვა პერესმა.

შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანმა გუშინ ამის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არ იცის იმუშავებს თუ არა მომდევნო სეზონშიც მადრიდულ გრანდში. „ზიზუმ“ „რეალს“ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგა უკვე მოაგებინა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი „მანჩესტერ სიტის“ სტუმრად შეხვდება.

0.112442