ფეხბურთი

10:28 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" ყოფილი მწვრთნელი კვარაცხელიაზე: "ძნელია იმის თქმა, რა სახის ფეხბურთს თამაშობდა ბავშვობაში"

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა რუსულ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა მცირე კომენტარია.

ჟურნალისტის კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ კვარაცხელიას ხშირად უყვარს თამაშის საკუთარ თავზე აღება და მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი დრიბლიორია, რიგ შემთხვევებში ბურთს კარგავს, რაც გუნდს აზიანებს.

„ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ რა სახის ფეხბურთს თამაშობდა ბავშვობაში, რა ჩაუნერგეს, უბრალოდ დრიბლინგი თუ თამაშის გაგება. ხვიჩას ძალიან უყვარს ბურთი, ამ მომენტში ყველაზე ეფექტური მოთამაშეა. მე მას რეზერვში არ ვტოვებდი, არ იყო ეს სასჯელი, არამედ ვეძებდი მისთვის ოპტიმალურ დროს, რომელშიც შეძლებდა საუკეთესო თვისებების წარმოჩენას იმის საფუძველზე, რამდენად იყო სათამაშოდ მზად. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის დასჯა.

ხალხი უყურებს მის ფინტებს, დრიბლიგებს, მართლაც ბრწყინვალე თამაშებს, მაგრამ ზოგჯერ ბევრად მარტივი გამოსავალი არსებობს - მაგალითად ჰორიზონტალური პასი. პოტენციურად ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა, მაგრამ პოტენციალი შეიძლება დარჩეს პოტენციურად. ფეხბურთის ჰორიზონტის გაზრდა აუცილებელია, ფეხბურთი მხოლოდ დრიბლინგი არაა“, - თქვა შარონოვმა.

შეგახსენებთ, რომან შარონოვი „რუბინს“ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ავარჯიშებდა, ხოლო შემდეგ ლეონიდ სლუცკიმ შეცვალა.

0.113455