ფეხბურთი

0:44 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლილის" სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის ლიგა 1-ში კორონავირუსი დაბრუნდა. კერძოდ, „ლილში“, სადაც ტესტირების შემდეგ გაირკვა, რომ სამი ფეხბურთელი დაინფიცირებულია. ყველა მათგანი შვებულებაში ფონის დროს დაინფიცირდა.

განცხადება „ლილის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ გააკეთა და თქვა, რომ კორონავირუსი ჯონათან ბამბას, ჯონათან იკონესა და რენატო სანჩესს აქვთ.

პირველი ორი შეიძლება ვარჯიშს მომდევნო კვირაში დაუბრუნდეს, ხოლო რენატო სანჩესო პორტუგალიაში იმყოფება, სადაც სახლში იქამდე მოუწევს დარჩენა, სანამ ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება.

0.114021