ფეხბურთი

22:18 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სოციალურ ქსელში „რეალის“ ახალი ფორმის ფოტოები გამოჩნდა

პორტალმა Footyheadlines, მადრიდის „რეალის“ 2020-21 წლების სეზონის საშინაო ფორმის ფოტოები გამოაქვეყნა. ფორმა ტრადიციულ თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, ვარდისფერი ზოლებით შიდა მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ტექნიკური სპონსორი სპორტული გიგანტი Adidas გახლავთ.

„რეალმა“ პრიმერას 37-ე ტურში „ვილიარეალს“ 2:1 მოუგო და ვადამდე მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. ეს „სამეფო კლუბის“ ჯამში 34-ე ტიტულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120785