ფეხბურთი

15:21 | 17.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესი: "დიდი ტრანსფერები არ გვექნება, რადგან რთული სიტუაციაა"

„რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანეთის ჩემპიონობის შემდეგ ესპანურ მედიასთან ისაუბრა. მისი განცხადებით, კლუბი სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებულ აქტიურობას არ აპირებს.

„ზინედინ ზიდანი საშუალოდ ყოველ მე-19 მატჩში ტიტულს იგებს და ეს ყველაფერზე მეტყველებს. კარიმ ბენზემა კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელა, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტი კრიტიკოსი ჰყავდა. სერხიო რამოსი? ჩვენთან დარჩება მანამდე, სანამ სურვილი თვითონ ექნება და ეს მანაც იცის.

კილიან ბმაპეს შეუძლია დაგველოდოს. მსოფლიოში ძალიან რთული სიტუაციაა და ამის გამო დიდი ტრანსფერები არ იქნება. ძნელია მოთამაშეებს ხელფასის შემცირება სთხოვო და ასეთ დროს ტრანსფერების დიდი ინვესტიცია მოახდინო“, - აღნიშნა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ 2020 წელს ორი ტიტული მოიგო - ესპანეთის სუპერთასი და ესპანეთის ჩემპიონობა.

0.111282