ფეხბურთი

21:04 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე CAS-ის არასწორი გადაწყვეტილების გამოა"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „მანჩესტერ სიტი“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და პეპ გვარდიოლას უპასუხა, რომელმაც მას ეჭვიანი ადამიანი უწოდა.

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე არაა იმის გამო, რომ საქმეები სწორად გააკეთა, არამედ იმის გამოა, რომ CAS-მა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მაინტერესებს, რატმ დააჯრიმეს 10 მილიონი ევროთი, ასევე მაინტერესებს, რატომ არ აჯარიმებენ მაშინ პსჟ-ს გვარდიოლას ერთ რამეს ვეტყვი: დარწმუნებული ვარ „მანჩესტერ სიტი“ არ აკეთებს საქმეებს ისე, როგორც უნდა.

ყველამ ვიცით, როგორ მუშაობენ „სიტიში“, როდესაც უეფამ ისინი დასაჯა, არავისთვის ეს გასაკვირი არ ყოფილა. იყო კრიტიკა კლოპისადა მოურინიოს მხრიდან, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მანჩესტერელები ცდილობენ თავიდან აიცილონ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები“, - თქვა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ „მანჩესტერ სიტის“ ორწლიანი დისკვალიფიკაცია ევროთასებიდან გააუქმა და პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

0.110184