ფეხბურთი

17:59 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მილან შკრინიარის შეძენა სამ ევროპულ გრანდს უნდა

იტალიური „ინტერის“ ფეხბურთელის მილან შკრინიარს მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. სლოვაკი მცველის შეძენით „მანჩესტერ სიტი“ , „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან დაინტერესებული.

„ნერაძური“ 25 წლის ფეხბურთელში, რომლის სახელსაც ასევე „ბარსელონას“ და „რეალს“ უკავშირებდნენ, 60 მილიონ ევროს ითხოვს. თავად შკრინიარს კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მიმდინარე სეზონში მილან შკრინიარმა „ინტერის“ მაისურით 37 შეხვედრა ჩაატარა და დაცვაში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108753