ფეხბურთი

17:15 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი უცვლელია - საქართველო კვლავ 90-ეულს მიღმაა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის მიუხედავად ფიფამ ბოლო თვის რეიტინგი მაინც გამოქვეყნა, თუმცა ფორმალურად, რადგან მასში არავითარი ცვლილება არ მომხდარა.

საქართველოს ნაკრები 90-91-ე ადგილებს კვლავ მადაგასკარის ნაკრებთან ერთად იყოფს..

...89. კონგო - 1269 ქულა

  1. ლიბანი - 1269
  2. საქართველო - 1267
  3. მადაგასკარი - 1267
  4. ისრაელი - 1260
  5. ვიეტნამი - 1258
  6. კვიპროსი - 1251

ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ბელარუსის ნაკრები ამ დროისთვის 1283 ქულით 87-ე ადგილს იკავებს, ხოლო პოტენციურ მოწინააღმდეგებს რაც შეეხება, ჩრდილოეთ მაკედონია 1347 ქულით 68-ეა, კოსოვოს კი 115-ე პოზიცია უკავია.

საუკეთესო ატეულში პირველ პოზიციაზე კვლავ ბელგია იმყოფება, მეორე ადგილზე კი საფრანგეთია, რომელიც მესამეადგილოსან ბრაზილიას 21 ქულით უსწრებს.

  1. ბელგია - 1765 ქულა
  2. საფრანგეთი - 1733
  3. ბრაზილია - 1712
  4. ინგლისი - 1661
  5. ურუგვაი - 1645
  6. ხორვატია - 1642
  7. პორტუგალია - 1639
  8. ესპანეთი - 1636
  9. არგენტინა - 1623
  10. კოლუმბია - 1622
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126436