ფეხბურთი

14:08 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

იჯარა სხვა კლუბში - „ბეშიქთაშმა“ ნინუას შესაძლო ტრანსფერს მოთხოვნები დაამატა

ნიკა ნინუას „ბეშიქთაშში“ ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს. საქმე ის გახლავთ, რომ თურქეთში ლეგიონერებზე ლიმიტი დააწესეს და როგორც თურქული მედია იტყობინება, კლუბი აქცენტს გამოცდილ ფეხბურთელებზე გააკეთებს.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი იმისა, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა „ბეშიქთაშში“ ითამაშოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნიკა 1 სეზონს იჯარით სხვა კლუბში გაატარებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერის შესახებ აქამდე აქტიურად იწერებოდა და არაერთი წყაროს ინფორმაციით, მისი თურქეთის სუპერლიგაში გადაბარგება მხოლოდ დროის საკითხი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

შეგახსენებთ, ნიკამ მიმდინარე სეზონში „დინამო“ თბილისის რიგებში ერთი შეხვედრა ჩაატარა და გოლიც გაიტანა, მაგრამ, ბოლო რამდენიმე შეხვედრაში დედაქალაქური კლუბის სამატჩო განაცხადშიც კი ვერ ხვდება.

0.120104