ფეხბურთი

22:54 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხარაიშვილმა შვედეთში გაიტანა და გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა (+VIDEO)

შვედეთის ჩემპიონატის მერვე ტურში გიორგი ხარაიშვილმა გოლი გაიტანა და გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

ქართველმა შემტევმა „ჰელსინგბორგთან“ შეხვედრაში 83 წუთი ითამაშა, ხოლო მე-11 წუთზე აბრაჰამის კარგი პასი მიიღო და ანგარიშის გახსნა მოახერხა.

ეს გიორგი პირველი გოლია ოლსვენსკანის მიმდინარე სეზონში, ისე კი, შვედეთის თასზე ორჯერ აქვს თავი გამოჩენილი. თეთრ-ლურჯებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ (1:1).

„გიოტებორგს“ 8 ტურის თავზე 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114569