ფეხბურთი

20:08 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ რეშფორდის დამატებას შეეცდება

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი მარკუს რეშფორდი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს. როგორც The independent-ი იუწყება, პარიზული გრანდის თავკაცის ტომას ტუხელის ზაფხულის მთავარი სამიზნე 22 წლის ფეხბურთელის გადაბირება იქნება.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ინგლისელები მინიმუმ 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ ფეხბურთელის სანაცვლოდ და ფრანგები მზად არიან მოლაპარაკებისთვის და თანხა პრობლემა არაა. თუმცა რეშფორდის გაყიდვა პრობლემა იქნება ულე გუნარ სულშერისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცისთვის მარკუსი ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია და შესაძლოა ნორვეგიელმა ტრანსფერი დაბლოკოს.

რეშფორდმა, რომელიც "წითელი ეშმაკების" აკადემიის აღზრდილია, მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მარკუსი 2016 წლიდან თამაშობს და 38 შეხვედრაში თავი 10-ჯერ გამოიჩინა.

0.174584