ფეხბურთი

18:42 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯრის ვადები განსაზღვრეს

ინგლისის პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 27 ივლისს გაიხსნება და 5 ოქტომბერს დაიხურება, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე.

პრემიერლიგისა და ინგლისის საფეხბურთო ლიგების კლუბებმა შეხვედრა გამართეს, სადაც შეთანხმდნენ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდზე. ახლა ფიფამ უნდა დაამტკიცოს გახსნისა და დახურვის ვადები.

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგაში შიდა სატრანსფერო პერიოდი 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ საფეხბურთო ლიგების უმეტესობამ სატრანსფერო პერიოდის ბოლო ვადად სწორედ 5 ოქტომბერი განსაზღვრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110792