სხვა

4:35 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

იაპონია ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ქვეყანაში შესვლის რეჟიმს გაამარტივებს

იაპონიის ხელისუფლება, ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილეებისთვის, ქვეყანაში შესვლის რეჟიმის გამარტივების საკითხს განიხილავს. სხვადასხვა ვერსიებს შორის, განიხილება ვარიანტი, რომლის შესაბამისადაც, ოლიმპიადის დაწყებამდე, ახალი კორონავირუსის პანდემია შეიძლება დასრულებული არ იყოს, ან ნაწილობრივ დასრულებული იყოს.

ეს ნიშნავს, რომ იმ დროისთვის, იაპონიას რიგ ქვეყნებთან მიმოსვლა შესაძლოა შეწყვეტილი ჰქონდეს. ამ შემთხვევისთვის, მთავრობა შეიმუშავებს გეგმას, რომელიც იმ ქვეყნების სპორტსმენებსაც კი, რომლებსაც ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანასთან მიმოსვლა, პანდემიის გამო არ ექნებათ, იქ შესვლის საშუალებას მისცემს.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადისთვის წელს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის გადაიდო.

0.120735