სხვა

17:34 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი რეიტინგში დაწინაურდა - ქართველი მებრძოლი Top 15-შია

აბსოლუტური საბრძოლო ხელოვნების ოფიციალურმა ვერბვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი კი ქვემსუბუქი წონის საუკეთესო 15-ეულში მოხვდა.

მერაბმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 13 ივნისს გუსტავო ლოპესის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც მარტივად დაამარცხა. ამ გამარჯვებით კი ზედიზედ 4 მოგება დაუგროვდა და რეიტინგში ცვლილებაც მოსალოდნელი იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მერაბს რეიტინგში შონ ო’მალი უსწრებს. სწორედ ეს სპორტსმენი გამოიწვია ქართველმა ლას ვეგასში გამართული ბოლო ბრძოლის შემდეგ და მათი დაპირისპირება თანდათან რეალურ სახეს იღებს.

აქვე გეტყვით რომ პირველ პოზიციაზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი გავიდა, მეორე-მესამე ადგილზე კი ამერიკელები: ალჯამაილ სტერლინგი და კოდი გარბრანდტი არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117398