ფეხბურთი

15:58 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" და "ბარსელონა" ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

„ბარსელონამ“ მილანის „ინტერთან“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე როგორც ჩანს საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. ყოველშემთხვევაში ესპანური მედია ამის შესახებ წერს.

„ინტერი“ „ბარსასგან“ 70 მილიონ ევროს და ჟუნიორ ფირპოს მიიღებს. ვინაიდან ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევრო გახლდათ, გამოდის, რომ ბრაზილიელი მცველი 41 მილიონ ევროდ შეფასდა.

მარტინესმა „ნერაძურის“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრა, რითაც კლუბის ხელმძღვანელობას თავისი პოზიცია მკაფიოდ დაუფიქსირა - ესპანეთში კარიერის გაგრძელება.

ლაუტარო მარტინესი „ინტერს“ 2018 წლის ზაფხულში „რასინგიდან“ შეუერთდა. მას შემდეგ მილანური გრანდის რიგებში სამხრეთ ამერიკელმა 74 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარი 27-ჯერ დალაშქრა.

0.111616