ფეხბურთი

15:28 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სატრანსფერო ბაზარზე გვარდიოლამ მთავარი სამიზნე შეარჩია

„მანჩესტერ სიტის“ ევროთასებიდან დისკვალიფიკაცია გაუქმდა და შედეგად კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ჩვეულ აქტიურობას გეგმავს.

Guardian-ის ცნობით, პეპ გვარდიოლას ბოსები 165 მილიონ ევროს გამოუყოფენ და ესპანელიც სურვილისამებრ დააკომპლექტებს შემადგენლობას.

ბრიტანული მედია წერს, რომ პეპის მთავარი მიზანი დაცვის ცენტრის გაძლიერებაა და ფეხბურთელიც უკვე შეარჩია. „ნაპოლის“ სენეგალელი მცველი კალიდუ კულიბალი.

იტალიელები ლიდერთან შელევას ადვილად არ აპირებენ და ეს მანჩესტერიშიც კარგად იციან. ამიტომ, ტრანსფერებისთვის გამოყოფილი თანხის პრაქტიკულად ნახევარს სწორედ კულიბალიში ინვესტიციისთვის გამოიყენებ და „ნაპოლის“ 80 მილიონ ევროს შესთავაზებენ. აურელიო დე ლაურენტისის („ნაპოლის“ პრეზიდენტი) პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11261