სხვა

13:18 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: „ჩვენ აქ თამაშების ორგანიზებისთვის ვართ და არა მისი გაუქმებისთვის"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, იოლი იქნებოდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმება, ვიდრე მისი მომავალი წლისთვის გადავადება, მაგრამ ჩვენ სწორი გზა ავირჩიეთ.

„თამაშების ფორს მაჟორში გაუქმება IOC-თვის იოლი იქნებოდა და ამით სადაზღვევო შემოსავალსაც მივიღებდით, მაგრამ ჩვენ აქ თამაშების ორგანიზებისთვის ვართ და არა მისი გაუქმებისთვის," - განმარტავს თომას ბახი.

COVID-19-ის პანდემიის გამო ტოკიო-2020 იძულებული გახდა ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის გადაევადებინა, რამაც მასპინძლებს დიდი ლოჯისტიკური თავსატეხი გაუჩინა. მათ შორის, საზრუნავი გახდა არენების და ათლეტთათვის განკუთვნილი ოლიმპიური სოფლის ერთი წლით შენარჩუნება, ისევე როგორც სასტუმროების ჯავშანი, ტრანსპორტი, ბილეთები და მოხალისეები.

30 მარტს IOC-მა, ტოკიოს და იაპონიის მთავრობებმა XXXII ოლიმპიური თამაშების ახალი თარიღი შეათანხმეს. ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120131