ფეხბურთი

9:44 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: „ვიმედოვნებ, ხუთშაბათს ჩემპიონები გავხდებით“

„გრანადასთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (2:1), „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დარჩა.

„ჯერ არაფერი მოგვიგია, თუმცა ჩანს, რომ გუნდს ძალიან უნდა ჩემპიონობა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენიმე ქულა კიდევ გვჭირდება. სეზონის განახლების შემდეგ ჩვენი მიზანი ყოველ მატჩში გამარჯვებაა. ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ.

2:0-ზე შეცდომა დავუშვით და გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. იმის მაგიერ, რომ მესამე გაგვეტანა. მოვეშვით. ასე არ შეიძლება.

პრიმერას მოგება მხოლოდ სტაბილური, ყოვედღიური მუშაობით შეიძლება. ვიმედოვნებ, ხუთშაბათს ჩემპიონები გავხდებით.“ - ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.

ორშაბათს „რეალმა“ ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო. ხუთშაბათს კი „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11057